გიგა ფარულავა - „ოპოზიციური ალიანსი“ არის პოლიტიკური ერთობა, რომელიც „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს - რაც ხდება ალიანსში, კითხეთ „ოცნებას“, სუს-ს, ისინი უფრო დეტალურად გეტყვიან მათ გეგმებზე

„ოპოზიციური ალიანსი“ არის პოლიტიკური ერთობა, რომელიც „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს - რაც ხდება ალიანსში, კითხეთ „ოცნებას“, სუს-ს, ისინი უფრო დეტალურად და კონკრეტულად გეტყვიან მათ გეგმებზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ „4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარი დაგეგმილი იყო „ოცნების“ ოფისში, სუს-ში“.

„რაც ხდება ალიანსში, ჰკითხეთ „ოცნებას“. ისინი უფრო უკეთესად, უფრო კონკრეტულად გეტყვიან, თუნდაც იმ სამოქმედო გეგმებზე, რაც შეიძლება ალიანსს და ამ ოპოზიციურ წარმომადგენლებს ჰქონდეთ. ამაზე რამდენიმე დღის წინ, ღიად, პირდაპირ ეთერში, სუს-ის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თავად ისაუბრა როგორც ამ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ ადამიანებზე, ასევე 4 ოქტომბრის პროვოკაციულ მოვლენებზე. ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ 4 ოქტომბრის ეს პროვოკაციული რევოლუციური სცენარი დაგეგმილი იყო „ოცნების“ ოფისში, სუს-ში და ეს თავად აღიარა უკვე სუს-იდან გაგდებულმა მდინარაძემ, შესაბამისად, რაც ხდება ალიანსში, კითხეთ „ოცნებას“, სუს-ს. ისინი უფრო დეტალურად და კონკრეტულად გეტყვიან მათ გეგმებზე. ალიანსში შედიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარის ორგანიზატორები იყვნენ, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობდა „ოცნების“ პოლიტიკას მაშინ. დღესაც ვხედავთ მათ ბევრ ქმედებას და პოლიტიკურ განცხადებას, მათ შორის, სააკაშვილის, რომელიც ბუნებრივია, „ოცნების“ პროპაგანდას უწყობს ხელს. ალიანსი არის, ჩვენდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ერთობა, რომელიც „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს“, - განაცხადა ფარულავამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა