დავით მათიკაშვილი - ამ ქიშპობაში, ვითომ პოლიტიკურ დუღილში, კვლავ ჩნდება ის რეალური სახე, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია - ერთადერთი, საკუთარი სამშობლოს მიმართ სიძულვილი აერთიანებთ

ამ ქიშპობაში, ვითომ პოლიტიკურ დუღილში, კვლავ ჩნდება ის რეალური სახე, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია - ერთადერთი, საკუთარი სამშობლოს მიმართ სიძულვილი აერთიანებთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი პრაქტიკულად, მხარდამჭერის არმქონე ძალები არიან.

„ვინ ვისთან არის ასოცირებული, კარგად ვიცით. საზოგადოებამ მშვენივრად დაინახა სხვადასხვა საკრებულოში გახარიას პარტიის „ნაცებთან“ არსებული კოალიციები. რაც შეეხება ალიანსს - ასეთი გაერთიანება-დაშლა არაერთხელ გვინახავს. ეკლექტური ძალაა, პრაქტიკულად, მხარდამჭერის არმქონე ძალები არიან. ერთადერთი, საკუთარი სამშობლოს მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ბუნებრივია, მათი პოლიტიკური შედეგი ფიასკოსთვის არის განწირული, თუმცა ისევ ახალ ფანჩატურს მოძებნიან, შეიკრიბებიან და შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ უფრო ამბიციურია, ის გამოარჩიონ. ამ ქიშპობაში, ვითომ პოლიტიკურ დუღილში, კვლავ ჩნდება ის რეალური სახე, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია - ნული მხარდაჭერა და ნული პოლიტიკური დივიდენდი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა