თაზო დათუნაშვილი - ფასების კომისიამ ვერც ერთი თავისი მისია ვერ შეასრულა - დროა, ირაკლი კობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ სამარცხვინოდ მოიტყუა, შეცდა და ამაზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა

ფასების კომისიამ ვერც ერთი თავისი მისია ვერ შეასრულა, ვერც ძირითადი, რასაც ის ამბობდა სადღეგრძელოდ - უკვე დროა, ირაკლი კობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ სამარცხვინოდ მოიტყუა, შეცდა და საქართველოს მოსახლეობის პროპაგანდით მოწამვლას ცდილობდა ფასებთან დაკავშირებით და ამაზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ფასებთან დაკავშირებით არც ბიზნესის დემონიზება და გეოპოლიტიკური ვითარებისთვის დაბრალება გამოუვიდა.

“ფასების კომისიამ ვერც ერთი თავისი მისია ვერ შეასრულა, ვერც ძირითადი, რასაც ის ამბობდა სადღეგრძელოდ, რა თქმა უნდა, ამას ვერ შეასრულებდა, მაგრამ ამის პარალელურად, ის მზაკვრული გეგმები, რომ ან ქართული ბიზნესის დემონიზებას მოახდენდნენ ან საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ვარსკვლავების განლაგებას დააბრალებდნენ ფასების ზრდას, ვერც ეს ვერ უშველით. სამი კვირაა უკვე ჩასაფრებულები არიან ბუჩქებში და ელოდებიან რამე როდის შეიცვლება ბუნებრივად. არაფერი პოზიტიურად და ბუნებრივად არ შეიცვლება. შეუძლიათ მეორე კლასის მათემატიკის წიგნი გადმოიღონ და იმის მიხედვით მიხვდებიან, რომ ფასები ასე მარტივად არ იცვლება, პირიქით, კატასტროფული მაჩვენებელია ყველა სეგმენტში, ყველა სასურსათო პროდუქტზე, სერვისზე, პირველადი მოხმარების საგნებზე. ძალიან მალე მოვა ის დრო, ფაქტობრივად, უკვე დროა, რომ ირაკლი კობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ სამარცხვინოდ მოიტყუა, შეცდა და საქართველოს მოსახლეობის პროპაგანდით მოწამვლას ცდილობდა ფასებთან დაკავშირებით და ამაზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა”, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა