ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე - გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება - გაგეგდოთ ბარემ პირდაპირ

პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება და მის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

სიჭინავა სოციალურ ქსელში, კანონპროექტიდან შემდეგ ამონარიდს აქვეყნებს: „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი“.

„გაგეგდოთ ბარემ, პირდაპირ…“, - წერს სიჭინავა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში