ნინო წილოსანი - „ოპოზიციური ალიანსი“ ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ - მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში

ეს „ოპოზიციური ალიანსი“ ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ - მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ მოქმედებები ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს ალიანსიც ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ. რა თქმა უნდა, ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც საკუთარ ბელადსაც უჯანყდებიან. ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ფუნდამენტალისტი მიმდევრები ახლა კატეგორიული მესიჯებით გამოდიან და ალიანსის დანარჩენ წევრებთან, რომლებიც თითქოს, აჯანყებულებად გვევლინებიან, განსაკუთრებულ დაპირისპირებაში მოდიან. თავისთავად, მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში. იმაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, რომ მათი მოქმედებები ქართველი ხალხის და მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა წილოსანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა