მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტს - თქვენ თუ გაინტერესებთ, ირანის ელჩთან გვაქვს თუ არა ურთიერთობა და კომუნიკაცია, როცა არსებობს  გარკვეული წუხილები, გეტყვით, რომ კი

თქვენ თუ გაინტერესებთ ირანის ელჩთან გვაქვს თუ არა იმავენაირად ურთიერთობა და გვაქვს თუ არა კომუნიკაცია, როცა გვაქვს გარკვეული წუხილები, გეტყვით, რომ კი, - ასე უპასუხა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს და მასზე საქართველოს საგარეო უწყების დამოკიდებულებას შეეხებოდა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „დიალოგი ყველა ელჩთან არის, ვისთანაც ამის საჭიროება დგება“.

„თქვენ თუ გაინტერესებთ ირანის ელჩთან გვაქვს თუ არა იმავენაირად ურთიერთობა და გვაქვს თუ არა კომუნიკაცია, როცა გვაქვს გარკვეული წუხილები, გეტყვით, რომ კი. სამინისტროს აქვს თავისი რესურსი დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც არის საჭირო. რა დონეზეც, როგორც არის საჭირო, დიალოგი ყველა ელჩთან არის, ვისთანაც ამის საჭიროება დგება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ირანის ელჩმა 31 მარტს გაავრცელა განცხადებას, რომლის მიხედვითაც „როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“. მისივე თქმით, „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“. აღნიშნული განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანელი დიპლომატის უწყებაში დაბარებისკენ მოუწოდებდნენ. ირანის ელჩი სამინისტროში იმყოფებოდა კიდეც, თუმცა მისი თქმით, შეხვედრა თავად ითხოვა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა