მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის გასაგები, დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური

ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის გასაგები, დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართული ოპოზიცია პარტნიორს ყოველთვის ქვეყნის გარეთ ეძებს იმის მიხედვით თუ ვისთან მოხდება თანხვედრა საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის.

„პარტნიორებს ისინი ეძებენ ქვეყნის გარეთ, ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორი ქვეყნის შიგნით და ქართველ ხალხში. ეძებენ თუ სად მოხდება მათი ინტერესების თანხვედრა, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ინტერესი. ეს ყველაფერი ამის გამოხატულებაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერებმა ბრიტანეთის ელჩთან გარეტ უორდთან შეხვედრა 24 აპრილს გამართეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა