არჩილ გორდულაძე გიგა ფარულავას - მოგიწოდებთ, დაუკვირდეთ ლექსიკას, რასაც იყენებთ! - არ დავუშვებ, ამ დარბაზში ასეთი ლექსიკით ისაუბროთ! გაუფრთხილდით ტონსა და სიტყვები შეარჩიეთ!

მოგიწოდებთ, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხართ, დაუკვირდეთ ლექსიკას, რა ლექსიკასაც იყენებთ! - არ დავუშვებ, ამ დარბაზში ასეთი ლექსიკით ისაუბროთ! გაუფრთხილდით ტონსა და სიტყვები შეარჩიეთ! - ამ განცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს გიგა ფარულავას მიმართა.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, გორდულაძემ ფარულავას გამოსვლა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც ამ უკანასკნელმა დასვა კითხვა, რამ განაპირობა მდინარაძის კოორდინატორობამდე დაქვეითება მაშინ, როცა მთელი გუნდი მის ეფექტურობაზე საუბრობდა. ფარულავამ ასევე იკითხა, თუ როგორ წარმოუდგენიათ სახელმწიფო მინისტრის მიერ სამართალდამცავი ორგანოების ყოველდღიური კოორდინაცია, როცა მას საკუთარი აპარატიც კი არ ეყოლება.

გორდულაძემ ფარულავას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ ტონი და სიტყვები შეერჩია.

“თქვენ მე ლექსიკას ვერ მასწავლით. რა ლექსიკითაც მე ვსაუბრობ, ეს არის განმარტებითი ბარათის ლექსიკა. თქვენს მიერ შემოტანილი პროექტით სახელმწიფო მინისტრს პირდაპირ კოორდინატორის ფუნქცია ეძლევა. ლექსიკას თქვენ გაუფრთხილდით და ჩემს ტონზე თქვენ ნუ ინერვიულებთ“, - მიმართა გორდულაძეს გიგა ფარულავამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა