ლაშა ფარულავამ ანტიკრიზისული პროგრამა: „სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის“ წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ანტიკრიზისული პროგრამა: „სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის“ წარადგინა.

როგორც ლაშა ფარულავამ განაცხადა, პარტიის პოლიტიკა მიმართული იქნება არა ფასების ხელოვნურ ზრდაზე, არამედ მათ სტაბილიზაციაზე.

„ჩვენი მიზანია „ოცნების“ კორუფციული სქემების დაშლა, საწვავის ფასების სტაბილიზაცია, ენერგოტარიფებში არსებული სისტემური კორუფციის აღმოფხვრა და ქართველი ფერმერისა და გლეხის რეალური მხარდაჭერა.

ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს აქციზის 50%-ით შემცირებას:

ბენზინი: 250 ლარი

დიზელი: 200 ლარი

ბუნებრივი აირი (CNG): 100 ლარი

ნავთობის აირი (LPG): 150 ლარი

შედეგად, საწვავის ფასი შემცირდება 30–40 თეთრით ლიტრზე, რაც შეამსუბუქებს ინფლაციურ წნეხს მოსახლეობაზე.

საწვავის მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც მთავარია, რეალური ბერკეტის მიღებას საწვავის ფასებზე გავლენის მოსახდენად

წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და შეჩერდეს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი.

ივანიშვილის ბიტკოინების გამომუშავებაში დახარჯული თანხები კი ბიუჯეტში დაბრუნდეს“, - განაცხადა ფარულავამ.

მისი თქმით, ასევე, სეზონური საწვავის ვაუჩერები უნდა დარიგდეს, რაც გულისხმობს 100 ლიტრ დიზელს თითოეულ ფერმერსა და გლეხზე, გაზაფხულისა და შემოდგომის სამუშაოებისთვის.

„პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო მიწათმფლობელებზე.

ფასების პოლიტიკაში ჩვენი ამოცანაა კონკურენციის აღდგენა, ანუ უნდა დაიშალოს მონოპოლიები ბრენდულ პროდუქტებზე და დაშვებული იყოს პარალელური იმპორტი. ეს გაზრდის არჩევანს, გააჩენს რეალურ კონკურენციას და ბუნებრივად შეამცირებს ფასებს.

ჩვენი ხედვა მკაფიოა: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იქნება არა ფასების ხელოვნურ ზრდაზე, არამედ მათ სტაბილიზაციაზე. ტარიფები უნდა ასახავდეს რეალურ ეკონომიკურ ხარჯებს და დაცული იყოს „ოცნების“ კორუფციული ზემოქმედებისგან“,-განაცხადა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“