დავით მათიკაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ოპოზიციის  წარმომადგენლები რიყეზე გადიან და ქვას ვერ პოულობენ - როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს იმისა, რომ დააკნინონ ცვლილებები, ამით საკუთარ უუნარობას ავლენენ

როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, რომლის გარშემოც ცეცხლის რკალი და ომია, რა დიდი ახსნა-განმარტება უნდა დასჭირდეს, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკური ჯგუფი მიხვდეს, თუ რა როლი ეკისრება სახელმწიფო მინისტრს, რომელიც მაკოორდინირებელი ფუნქციით იქნება აღვსილი - კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა! - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილის შეფასებით, მხოლოდ საკუთარ უუნარობას ავლენს ის, ვინც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას აკნინებს.

“არაერთი შემთხვევაა, როცა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რიყეზე გადიან და ქვას ვერ პოულობენ. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს იმისა, რომ დააკნინონ ცვლილებები, რაც მთავრობის აღმასრულებელ რგოლში ხდება, ამით საკუთარ უუნარობას ავლენენ, რომ აღიქვან, გაანალიზონ და სწორი შეფასება გააკეთონ.

კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. კარგად მოგეხსენებათ, რა მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მოქმედებას, მით უმეტესს, როდესაც საუბარია სამართალდამცავ ორგანოებზე და მით უმეტეს როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, რომლის გარშემო ცეცხლის რკალი, ომი და უბედურებაა და საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი. ამ შემთხვევაში რა დიდი ახსნა-განმარტება და გააზრება უნდა დასჭირდეს, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიგოს და მიხვდეს, თუ რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრს, რომელიც მაკოორდინირებელი ფუნქციით იქნება აღვსილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა