პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა განათლების პლატფორმის ფარგლებში განათლების სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრა გამართეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აგრძელებს პროფესიულ წრეებთან აქტიურ თანამშრომლობას “ქართული ოცნების” პირობებში არსებული რეალობის შეცვლისთვის. ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა განათლების პლატფორმის ფარგლებში განათლების სფეროს სპეციალისტებთან ერთად შეხვედრა გამართეს.

ამავე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა განათლების სექტორში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმის პროცესის შეფასება იყო . დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა არსებული გამოწვევები, სისტემური პრობლემები და შესაძლო გამოსავლები, რომლებიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ოცნების“ მიერ განათლების სექტორში განხორციელებული მიმდინარე ცვლილებები ემსახურება აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას და კორუფციულ ინტერესებს.

ჩვენი ზეპარტიული ამოცანაა, განათლების სფეროში არსებული ცოდნა და გამოცდილება გავაერთიანოთ და ერთობლივად დავუპირისპირდეთ „ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებებს!" , - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა.ა

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა