გიორგი სიორიძე - „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია - დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჰქონდეთ წამალი

მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირი ღირდეს, მაგრამ თუნდაც ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის არაფერს უნდა წარმოადგენდეს, როდესაც საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე და მათი ტანჯვის შემსუბუქება, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

სიორიძის თქმით, აღნიშნული პრობლემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ნათელი დემონსტრირება არის იმის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოსთვის “არაფერს წარმოადგენს”.

“დიუშენის სინდრომი არის უიშვიათესი დაავადება და საქართველოში არის ასამდე ბავშვი, რომელთა სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, შესაბამისად, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე არის მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკის შემადგენელი ნაწილი.

ეს მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირი ღირდეს, მაგრამ თუნდაც ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის ეს არაფერს უნდა წარმოადგენდეს, როდესაც საპირწონედ დგას პატარა ბავშვების სიცოცხლე, მათი ტანჯვის შემსუბუქება და დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს ე.წ. ხელისუფლება, ეს არის უბრალოდ დამცინავი. ეს არის იმის ნათელი დემონსტრირება, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მათთვის არაფერს წარმოადგენს.

საათებზე არის აქ საუბარი და საათებს ვკარგავთ, ბავშვებისთვის თითოეული დღე არის ძვირფასი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, თითოეულმა მოქალაქემ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთათვისაც თითოეული წუთი და საათი არის ძალიან ძვირფასი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ წამალი”, - განაცხადა სიორიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა