გიგა ლემონჯავა - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევაში ჩანს ე.წ. ხელისუფლების მანკიერი სახე - დეჰუმანიზებული ადამიანების ჯგუფს არ აინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე

პარტია “დროას” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით იკვეთება ხელისუფლების „მანკიერი სახე“ და პრობლემების მიმართ „არაჰუმანური დამოკიდებულება“.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ლემონჯავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სახელმწიფოს არ აინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არსებობს - ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევაში ჩანს ე.წ. ხელისუფლების ყველა ის მანკიერი სახე, რაც მას გააჩნია. ეს არის დეჰუმანიზებული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არ აინტერესებთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ამ ქვეყნად არსებობდეს, ეს არის ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ამ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამო ვარ აქ”, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ შესაბამის სამკურნალო მედიკამენტებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა