თენგო თევზაძე - რა პრობლემა მოაგვარა “ქართულმა ოცნებამ”?! - ხელმისაწვდომია ჯანდაცვა?! განათლების რეფორმა არის კარგი?! ფასები დაწიეს?! - მათი ერთადერთი სურვილია ბიუჯეტიდან მიიტაცონ ფული, გამდიდრდნენ და შემდეგ ერთმანეთს დაერიონ

“ქართული ოცნება” არის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ პრობლემების განრიდება მოახდინოს. ბოლოს რა პრობლემა მოაგვარა “ქართულმა ოცნებამ”?! ბავშვებს მედიკამენტები მისცა?! ხელმისაწვდომია ჯანდაცვა?! განათლების რეფორმა არის კარგი?! ფასები დაწიეს?! არცერთი პრობლემის მოგვარება მათ არ შეუძლიათ და არც აქვთ ამის სურვილი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

თევზაძის თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის გზები მოიძებნოს, რომელსაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შესთავაზებენ.

“მსგავსი არაემპათიური დამოკიდებულება, ადამიანების პრობლემების მსგავსი უგულებელყოფა არის სრულიად გაუგებარი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხი სამინისტროსგან ითხოვს წამალს, აქ საუბარია იმაზე, რომ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა იქნას მოძიებული და შეთავაზებული, რათა ამ ადამიანებს ჰქონდეთ იმედი, რომ ბრძოლას აქვს აზრი და დიახ, ბავშვებისთვის ბრძოლას ყველა დროს აქვს აზრი, თან იმ დროს, როდესაც 21-ე საუკუნეში ძალიან დაჩქარებულია მათ შორის დიაგნოსტიკა, ახალი მედიკამენტების შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული დღე, თითოეული კვირა, თვე შეიძლება იყოს გადამწყვეტი ბავშვებისთვის.

ემპათიურობა და ადამიანურობა არის მთავარი, ასევე, გადაჭრის გზების მოძებნა. არსებობს გადაჭრის გზები, არსებობს ხედვები. უნდა გაითვალისწინოს ამ ე.წ. ხელისუფლებამ პირველ რიგში მშობლების პოზიცია და შემდეგ ადამიანების ხედვა, რომელთაც შესთავაზეს ალტერნატიული გზები, მათ შორის, პრობლემის მოგვარების კუთხით.

“ქართული ოცნება” არის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ პრობლემები უგულებელყოს, პრობლემების განრიდება მოახდინოს. ბოლოს რა პრობლემა მოაგვარა “ქართულმა ოცნებამ”?! შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი პრობლემა, რომელიც მოაგვარა?! ბავშვებს მედიკამენტები მისცა?! ხელმისაწვდომია ჯანდაცვა?! განათლების რეფორმა არის კარგი?! ფასები დაწიეს?! არცერთი პრობლემის მოგვარება მათ არ შეუძლიათ და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ არც აქვთ ამის სურვილი. ერთადერთი, რისი სურვილიც აქვთ, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტიდან მიიტაცონ ფული, გამდიდრდნენ და შემდეგ ერთმანეთს დაერიონ, ეს არის მათი ამოცანა და ქართველ ხალხს სხვა ამოცანები აქვს, პირველ რიგში, ახლა პრიორიტეტულია ეს ბავშვები და მათი ოჯახები”, - განუცხადა თენგო თევზაძემ “ინტერპრესნიუსს”.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება