მიხეილ სააკაშვილი - გაბრაზებული ვარ დიქტატურაზე და დამპყრობლებზე, ხოლო ოპოზიციის ზოგიერთი წევრით უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ - ვისაც ჩვენს რიგებში ხალხთან ლაპარაკი არ შეუძლია და უბრალო ქართველებისადმი სიძულვილს ასხივებს, უკან უნდა მოვიტოვოთ

ხალხთან უნდა გავდოთ ხიდი, ოღონდ ვისაც ჩვენს რიგებში ხალხთან ლაპარაკი არ შეუძლია და უბრალო ქართველებისადმი სიძულვილს ასხივებს, უკან უნდა მოვიტოვოთ და მაშინ ყველაფერი გამოგვივა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის გაბრაზებულია „დიქტატურაზე და დამპყრობლებზე“ და არა ოპოზიციაზე.

„TV-ში ჩემი დღევანდელი გამოსვლა დაასათაურეს სიტყვებით "მიშა გაბრაზებულია ოპოზიციაზე". ეს სიტყვები არაა მართალი!

მე გაბრაზებული ვარ დიქტატურაზე და დამპყრობლებზე, ხოლო ოპოზიციის ზოგიერთი წევრით უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. ძირითადად იმის გამო, რომ ისინი მოწყდნენ ხალხს და არეული აქვთ სამიზნე. თუმცა ეს საერთოდ არ ეხება აბსოლუტურ უმრავლესობას. ძალიან ბევრი კარგი და ერთგული ადამიანია ჩვენს ბრძოლაში და მათთან ერთად სამიზნე გასწორებული გვაქვს დიქტატურაზე და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!

მთავარი რაც დღეს ვთქვი იყო არა წარსულზე კონცენტრირება, არამედ ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად რეაგირების რეჟიმში და პირიქით დიქტატურა უნდა გვყავდეს ჩოქბჯენში და მუდმივ თავდაცვაში.

ხალხთან უნდა გავდოთ ხიდი, ოღონდ ვისაც ჩვენს რიგებში ხალხთან ლაპარაკი არ შეუძლია და უბრალო ქართველებისადმი სიძულვილს ასხივებს, უკან უნდა მოვიტოვოთ და მაშინ ყველაფერი გამოგვივა.

აი დღესაც ძალიან კარგი საუბარი შედგა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაძვირებულ ფასებზე. აი ასე რა! მეტი კონკრეტიკა, მეტი რეაგირება, თავგანწირული ბრძოლა და შედეგიც დაიდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“