ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე - აჟიოტაჟია იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში - მათზე მეტყველებს, თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ და აღელვებთ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონა

აჟიოტაჟი არის იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სამართალდამცავ უწყებებში მიღწეული წარმატება კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ამ უწყებებს მამუკა მდინარაძე გაუწევს კოორდინაციას.

“თქვენ გახსოვთ, რა იყო, როდესაც ბატონი მამუკა ირჩეოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. გახსოვთ, რა რიტორიკა იყო - იყო ზუსტად ერთი და იგივე რიტორიკა და ახლა წავიდნენ ამ რიტორიკის მეორე წრეზე. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მრავლისმეტყველი. ეს მათზე მეტყველებს, თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ ყველა იმ გაკეთებულ საქმეზე, თუ როგორ ნერვიულობენ მის რეპუტაციაზე, თუ როგორ ანერვიულებთ და აღელვებთ მისი პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ, რომ ამ წონისა და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში, ძალიან კარგად მესმის.

კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი მათი მხრიდან იმიტომ, რომ იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური წონა. ის წარმატებები, რომელიც მიღწეულია სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმ კოორდინაციის პირობებში, რასაც გაწევს ბატონი მამუკა მდინარაძე”, - აღნიშნა კირცხალიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა