პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა,

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის -1996 წელს დაბადებულ ქ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ქ.რ.-ს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა