თენგიზ შარმანაშვილი - დღეს პსჟ-სთან თამაშში მიუნხენის „ბაიერნმა“ რომ გამოაცხადოს, შარმანაშვილი დგება კარშიო, პსჟ გააპროტესტებს? არა - თუ შეცდომას ვუშვებთ, ოპოზიციაში რა ადარდებთ? იციან, რას ნიშნავს მდინარაძის მობრუნება და ამიტომ არიან ასეთ ხასიათზე

დღეს პსჟ ეთამაშება მიუნხენის „ბაიერნს“, მან რომ გამოაცხადოს ნოიერის მაგივრად თენგიზ შარმანაშვილი დგება კარშიო, რას ფიქრობთ, ძალიან გააპროტესტებს პსჟ ამ საკითხს? არა - [ოპოზიციას] რომ აწუხებს და რომ იციან რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებისთვის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნაზე კრიტიკული გამოხმაურებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის რაც ხდება და „ასეთი საბავშვო მეთოდებით კრიტიკა უკვე იქით არის სასაცილო.”

„დღეს არის ძალიან საინტერესო მატჩი: პსჟ ეთამაშება მიუნხენის „ბაიერნს”. დღეს რომ გამოაცხადოს მიუნხენის „ბაიერნმა“, ნოიერის მაგივრად თენგიზ შარმანაშვილი დგება კარშიო, რას ფიქრობთ, ძალიან გააპროტესტებს პსჟ ამ საკითხს? არა. [ოპოზიციას] რომ აწუხებს და რომ იციან, რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე. თორემ, თუ შეცდომას ვუშვებთ და ისეთი ადამიანი მოგვყავს, რომელიც ამას ვერ შეძლებს, თუ ისეთი თანამდებობა შევქმენით, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, რა ადარდებთ? რაც მეტ შეცდომას დავუშვებთ და რაც მეტ არასწორ ადამიანს მოვიყვანთ ჩვენ გუნდში, მათთვის უფრო სასარგებლო არ არის? რევოლუციას უფრო ადვილად არ მოახდენენ? მაგრამ ძალიან კარგად იციან, რაც ხდება და ასეთი საბავშვო მეთოდებით ამის კრიტიკა უკვე იქით არის სასაცილო”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რატომ გახდა ახლა ამ უწყების შექმნა საჭირო, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ „ძალიან დიდი გამოწვევებია უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით, სადაც უხეში ჩარევები ხდება უცხოეთიდან“.

„საჭიროა იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც, სადაც უხეში ჩარევები ხდება უცხოეთიდან. ამიტომ კოორდინირებულ მუშაობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამდებობა გაამართლებს, რომ ასეთი თანამდებობა საჭირო იყო საქართველოში და მამუკა მდინარაძე რომ გაამართლებს, ამაში დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რით აიხსნება ის, რომ ახლა სამინისტროს არ ეყოლება არც აპარატი, არც ბიუჯეტი და არც თანამშრომლები, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მდინარაძეს აპარატიც ეყოლება, ბიუჯეტიც ექნება და თანამშრომლებიც სახეზე არიან და ეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იქნება.

„მას აპარატიც ეყოლება, ბიუჯეტიც ექნება და თანამშრომლებიც სახეზე არიან. ეს არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. რას ნიშნავს საკუთარი? მთავრობის ადმინისტრაციაა, რომელიც გაუწევს ამ თანამდებობის პირს იმ მომსახურებას, რაც არის საჭირო. მოგვიწოდებთ, რომ დამატებითი ხარჯები შემოვიღოთ და კიდე დავამატოთ ხალხი? მე მგონი, არ გინდათ, პირიქით. შევქმენით [პოსტი] და ეს აპარატი მოემსახურება მას. მეტი რა საჭიროა დამატებითი ხარჯების შემოტანა, არ ვიცი. თუ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ კვალიფიციური ხალხი არ მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეგ ერთი მხარეა, მაშინ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე მგონი გაართმევენ ამას თავს”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება