პარლამენტში დღეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და მის დამტკიცებას უყრიან კენჭს

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და დღესვე მის დამტკიცებას უყრიან კენჭს.

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე თავდაპირველად თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას მიიღებს ცნობად.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა მთავრობიდან დღეს შემოვა. ჩატარდება ბიუროს კიდევ ერთი სხდომა და ამ პოსტზე წარდგენილი გელა გელაძის მოსმენის საკითხი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცემა.

კომიტეტის სხდომაც დღეს გაიმართება, რის შემდეგაც გელაძეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6-წლის ვადით ირჩევს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება