ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა

თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მამუკა მდინარაძეს რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიგა ფარულავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ამაში უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია.

„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას ბატონ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით - ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, ტერორიზმის მიმართულებით. რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით გაჰქონდათ, თბილისთან ახლოს სამალავები აღმოჩნდა, სადაც გადამალული იყო შეიარაღება. მე არ მგონია, ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით, რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. თქვენ, მთლიანად ოპოზიციას ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს ბატონ მამუკა მდინარაძეს. ხომ დამეთანხმებით, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილი არის ამაში. თქვენ პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და ამბობთ პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს. და კითხვას რომ გისვამენ, რის ხარჯზე გაზრდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო, თქვენი პასუხია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და პოპულიზმი,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა