გიორგი შარაშიძე - თუ კოორდინაციას ახდენს, შესაბამისად კოორდინატორია - ჩვენ მამუკა მდინარაძეს კოორდინატორად ძალიან ბუნებრივად მოვიხსენიებთ

თუ კოორდინაციას ახდენს, შესაბამისად კოორდინატორია - ჩვენ მამუკა მდინარაძეს კოორდინატორად ძალიან ბუნებრივად მოვიხსენიებთ, - ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის საფუძველზე მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება.

შარაშიძემ მომხსენებელს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ვახტანგ ბაჩიაშვილს მიმართა კითხვით, რომ თუკი კოორდინატორობა რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის დატვირთვაა, რატომ იწვევს აღნიშნული ტერმინი “ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანებას.

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ჩვენმა კოლეგამ კითხვა კოორდინაციასთან დაკავშირებით დასვა და გარკვეული დაზუსტებები ითხოვა. ამას “ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლის არჩილ გორდულაძის მხრიდან გაუგებარი აღშფოთება მოჰყვა. მან გიგა ფარულავას ლექსიკისა და ტონის გამოსწორებისკენ მოუწოდა, თითქოს წარმოდგენილ კანონპროექტში ტერმინი “კოორდინაცია“ თქვენივე შემოტანილი არ იყოს“, - განაცხადა შარაშიძემ ბაჩიაშვილის მისამართით და სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ეს ტერმინი და რამდენად შეიძლება იყოს ის დამაკნინებელი.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები