პლენარულ სხდომაზე არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას „ბელადი“ უწოდა, რაზეც ტატა ხვედელიანმა მას შემდეგნაირად მიმართა: „ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!“

ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „ბელადი და ბელადომანია“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახასიათებთ.

„მინდა, ბატონ არჩილს პასუხი გავცე. ბელადი და ბელადომანია „მეოცნებეებს“ გახასიათებთ. ჩვენ ვნახეთ, თქვენი ბელადი როგორ ფუნქციას განიჭებთ ხოლმე, როგორც ალიევის ვიზიტისას, თქვენს პრემიერს მიანიჭა, ასევე, მდინარაძის ფუნქციის მინიჭებასაც ვადევნებთ ახლა თვალყურს. ასეთ ფუნქციებს განიჭებთ თქვენი ბელადი ზუსტადაც. ასე რომ, ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!,“ - მიმართა ხვედელიანმა გორდულაძეს.

მანამდე, არჩილ გორდულაძემ სიტყვით გამოსვლისას, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბელადად მოიხსენია.

„კარგია, რომ „გახარიელებს“ გუშინ სიტყვა კომპეტენცია „დაუგუგლავთ“ და რაღაცა უსწავლიათ. დააგვიანეს, რამდენიმე წლის წინ უნდა ესწავლათ ეს სიტყვა, მაშინ როდესაც მათი ბელადი, შინაგან საქმეთა მინისტრის ფუნქციას იკავებდა და კოორდინირებულად რომ არ იმოქმედა, მაგიტომ დავკარგეთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ტერიტორია და ახლა მისი გუნდის წევრები ამაყობენ ჩორჩანას მოვლენებით,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა