ირაკლი კობახიძე - კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როცა პრეზიდენტთან დაკავშირებული ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებ-გვერდზე

კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებ-გვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ მდგომარეობას კრიტიკაც კი არ სჭირდება.

„კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებ-გვერდზე. ამას კრიტიკაც კი არ სჭირდება, უბრალოდ, კომიკურია ეს მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უწყების ვებ-გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა