ირაკლი კობახიძე - დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში - რა თქმა უნდა, ევროკავშირი ჩვენზე ბევრად დიდია, სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე ჩვენკენაა

დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ჩვენზე ბევრად დიდია, ამას არ ვგულისხმობ, სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენკენ, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება იმ ფარგლებში, როგორც შესაძლებელია.

„ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი. ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს ქართველი ხალხის იმედი. რაც შეეხება ევროკავშირს, გაგრძელდება პოლიტიკური დიალოგი იმ ფარგლებში, რაშიც შესაძლებელია. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ დიალოგისთვის და ყოველთვის ამას ვამბობდით: როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, ღიაობას ვაჩვენებთ. ვხედავთ, მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული, საბჭოური მიდგომაა, როდესაც ეშინიათ დიალოგის და დისკუსიის. დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ჩვენზე ბევრად დიდია, ამას არ ვგულისხმობ, სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენკენ“,- აღნიშნავს კობახიძე.

კითხვაზე, სანქციების რისკის ქვეშ ყოფნის ფონზე, ბულგარეთის იმედზე არიან თუ არა, კობახიძე აღნიშნავს „ბულგარეთს ნუ აკნინებთ“.

„არც რომელიმე ქვეყანა დავაკნინოთ. ჩვენ ვესაუბრებით ყველას, ვისთანაც საუბარი შეიძლება. აფიქსირებს და გამოხატავს ღიაობას დიალოგისთვის, საუბრისთვის. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებით ვახერხებდით ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მოტანას დღემდე, მიუხედავად სირთულეებისა“, - აღნიშნავს კობახიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები