ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში უბედურება ხდება, სისუსტე და უნიათობა - ვიდრე ათი ე.წ. ფანჩატური შექმნეს, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ

ვიდრე ათი ე.წ. ფანჩატური შექმნეს, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე „ფანჩატური“ და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ. მარტივად არის საქმე,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარება.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორ წელიწადში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

„ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის. ორ წელიწადში ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი“,-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, „რა ხდება ოპოზიციაში“, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ოპოზიციაში უბედურება ხდება, სისუსტე, უნიათობა. ეს ხდება რეალურად „ფანჩატურში“.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადება შეაფასა, რომ 2024 წელს ნომერ 4-ს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მაღალი პროცენტი პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებზე მანიპულაციის თეორიული შანსიც არ იყო.

„ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით. მანამდეც ჰქონდათ ასეთი მცდელობები, რომ ყველას კი არა, ორ პარტიას გაუყალბეს, ორ პარტიას არა და ა.შ. თვითონვე იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში. რეალურად, ის შედეგი დაჯდა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა. ეს შედეგი დაფიქსირდა ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე. ძალიან მარტივად მიდიოდი საარჩევნო უბანზე, საარჩევნო აპარატზე ღილაკს აჭერდი ხელს და არჩევნების შედეგები იბეჭდებოდა. მანიპულაციის თეორიული შანსიც კი არ იყო, ამის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ სპეკულირებას. ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში