ირაკლი კირცხალია - საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის გეკა გელაძის პროფესიული წარსული და დიდი გამოცდილება შს სამინისტროში - დარწმუნებულები ვართ, ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს უკვე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან მუშაობას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის გეკა გელაძის პროფესიული წარსული და დიდი გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროში - დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს უკვე ახალი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან მუშაობას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან თავდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომის ფარგლებში გეკა გელაძემ უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებით თავისი ხედვები წარადგინა.

გეკა გელაძემ წარმოადგინა თავისი ხედვები უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებით - ეს არის ის, რაც შემიძლია დახურული სხდომიდან გითხრათ. რაც შეეხება მის კანდიდატურას, გვერდზე რომ გადავდოთ ის პირადი მეგობრობა, რომელიც შეიძლება მაკავშირებდეს ბატონ გეკასთან და ვისაუბროთ მხოლოდ საქმეზე და მის პროფესიონალიზმზე, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული, დიდი გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ მისი ბევრი გაკეთებული საქმე უკვე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან.

ვნახეთ ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი, გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს უკვე ახალი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან მუშაობას. ასევე მას აქვს უსაფრთხოების სამსახურში პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გელა გელაძის მოსმენა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე, დახურულ ფორმატში ჩატარდა.

დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება. პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა