კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

“ქართული ოცნების“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის - მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 79-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან არის გათავისუფლებული. ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება - სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან არ თავისუფლდება.

ინიციატორთა განმარტებით, ეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია და დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას საჭიროებს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა