მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად ფეთქებადი და მტვრევადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ჯარიმები თბილისის გარდა მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება

ადმინისტრაციული ჯარიმები, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და მტვრევადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ამჟამად მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვით, შესაბამისი ფინანსური სანქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც ამოქმედდება.

პროექტის თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი - 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი - 10 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 30 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, ზემოხსენებული მასალების საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან რეალიზაცია - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 2 500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში