ფიქრია ჩიხრაძე - ვფიქრობ, ილია მეორის შემდეგ პატრიარქობა ერთგვარი გამოწვევაც არის - იმედი მაქვს, გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, რომელიც ეკლესიას გააძლიერებს

მე ვფიქრობ, რომ ილია მეორის შემდეგ პატრიარქობა ერთგვარი გამოწვევაც არის და არის შესაძლებლობაც იმისა, რომ ახალმა პატრიარქმა აჩვენოს სწორედ იმ გზის გაგრძელების სურვილი, რომელი გზაც ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერისთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, ახლა მთავარია ეკლესიის ერთიანობა, რომელსაც საზოგადოებაშიც დადებითი გავლენა ექნება.

„ხმების ამ განაწილებამ უფრო გამოკვეთა და ცხადი გახადა, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ, ყველა კანდიდატი და ეკლესიის ყველა გულშემატკივარი აცნობიერებს იმას, რომ აუცილებელია ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება და ეს სულისკვეთება მგონი, ჩანდა კიდეც ამ ხნის განმავლობაში. ამ წინასაარჩევნო პერიოდსაც ალბათ რაღაცნაირად ასე გავივლით იმიტომ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელმაც მართლაც რთულ დროში იპატრიარქა და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ძალიან ბევრი გამოწვევა შეხვდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც იყო შიდა განხეთქილების შემოტანის მცდელობები, ყოველთვის ახერხებდა, მოეძებნა ისეთი ოქროს შუალედი, რომ რომელიმე ჯგუფს არ მისცემოდა ეკლესიიდან გადგომის საშუალება იმიტომ, რომ ეკლესიის ერთიანობა და მთლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ამ საფუძველზე იყო დაშენებული შემდგომ ამ ეკლესიის ავტორიტეტი, გავლენა საზოგადოებაში და ახლაც, ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი.

რა თქმა უნდა, საფრთხეები არის, პროვოკაციული და გამიზნული მცდელობები შეიძლება იყოს, სადაც ჩვენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვიხსენიებდით თავისი სრული ტიტულატურით, მათ შორის, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად და პატრიარქად, ამ მხრივ კი პრობლემებია რუსული ეკლესიის მხრიდან სრულფასოვანი ტიტულის არაღიარების თვალსაზრისით და ჩვენ არ ვიცით, რა გამოწვევები და პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სინოდში იყოს ამ ტიპის ერთობა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ერთ აზრზე უნდა იყოს ყველა. შეიძლება აზრთა გარკვეული ჭიდილი და სხვადასხვაობა საინტერესო და მნიშვნელოვანიც იყოს. შეიძლება ბევრი ისეთი საკითხი გამოჩნდეს, რომელსაც პოლემიკა მოჰყვეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, რომელიც ეკლესიას გააძლიერებს და როგორც სუვერენულ სხეულს, ისე ჩამოაყალიბებს.

პროცესი მაინც ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი მღელვარებით ელოდება ამ ამბავს იმიტომ, რომ მე არ მგონია, რომელიმე მართლმადიდებლისთვის სულერთი იყოს, პროცესი როგორ წარიმართება და როგორი იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები