გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, მათ შორის, სამართლებრივად, ქართულ პოლიტიკას მალე ჩამოსცილდებიან - მათ არც კარდაკარის პრინციპი უშველით, არც ეზო-ეზო სიარული

დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, მათ შორის, სამართლებრივად, ქართულ პოლიტიკას მალე ჩამოსცილდებიან - მათ არც კარდაკარის პრინციპი უშველით, არც ეზო-ეზო სიარული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ მათი ლეგიტიმაცია არის უცხოეთი.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი მეტ-ნაკლებად უკვე ყალიბდება იმგვარად, რომ ვართ საპარლამენტო ოპოზიცია, არის ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის პარლამენტში, მაგრამ ჯანსაღად აკრიტიკებს ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, მათ შორის, სამართლებრივად, მალე ჩამოსცილდებიან ქართულ პოლიტიკას, იმისთვის, რომ ეს მეათედ თუ მეოცედ წრეზე წასვლები და ხალხის მოტყუება აღარ იყოს. ხალხს ატყუებენ, „ახლა ჩამოვდივართ, ხალხს ვესაუბრებით“, ამ დროს მერე ეს ხალხი პარლამენტში აირჩევს და აღარ შედიან, მერე ერთმანეთს დაერევიან, მერე ვითომ, ერთად დგანან, მერე გამოდიან ისევ ერთმანეთს ჭამენ. ეს უკვე მერამდენედ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.

რა თქმა უნდა, მათ არც კარდაკარის პრინციპი უშველით, არც ეზო-ეზო სიარული, იმიტომ რომ მათ გაცხადებული აქვთ, რომ მათი ლეგიტიმაცია არის უცხოეთი და მათი პატრონები უცხოეთიდან. გაცხადებული აქვთ და როცა შენ უცხოეთიდან ელოდები და ბატონი იქ გყავს, ეს საზოგადოება შენ ვერ გენდობა. ასე რომ, მოლოდინი აქ, რა თქმა უნდა, ისევ ნეგატიური არსებობს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად