შსს - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განჰაცხადა.

მისი განმარტებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების მხილების მიზნით, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს, სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ.

ასევე, სამართალდამცველების მიერ, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“და სხვა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 500 აბზე მეტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“