დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე - ფრთხილად იყვნენ - იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ძალების მიმართ, საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ, კარდაკარ რომ დაიწყეს სიარული

[ოპოზიციის წარმომადგენლები] ფრთხილად იყვნენ - კარდაკარ რომ დაიწყეს სიარული, იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ძალების მიმართ, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დავალებებს უცხოეთიდან იღებს და „ეს არის ფასადური, შექმნან ილუზია, თითქოს, ისინი ხალხს ხვდებიან”.

„შიგნით, ალიანსში და ზოგადად, რადიკალურ ოპოზიციაში ის, რომ არ არსებობს ერთიანი აზრი, არაა გასაკვირი. ურთიერთმოძულე და საკუთარი სამშობლოს მოძულე ადამიანები როგორ შეიძლება გაერთიანდნენ, როდესაც მით უმეტეს, საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამიტომაც ხდება ეს დაპირისპირება, ალიაქოთი. ეს არაერთხელ გვინახავს. საბოლოო ფინალი კვლავ იქნება ის, დომ ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევე ჩამოიშლება, როგორც იყო მანამდე," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად