ირაკლი კობახიძე გერმანიაზე - მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან?!

რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გერმანიამ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილის მითითებით თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო.

„ჩვენ აქ სუბიექტური ინტერესი ნაკლებად გვაქვს. ეს უფრო მეტად ინტერესის საგანია ჩვენთვის როდის გადაწყვეტს გერმანული ადმინისტრაცია, გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს შექმნილი ამ სრულიად კომიკური მდგომარეობიდან. ვნახოთ, ინტერესით ველოდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ გვაინტერესებს როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან?!“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უწყების ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად