ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება - გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში

სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება“,- აღნიშნავს პრემიერი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად