ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ - აპრილი მე არ მითქვამს, მაისს გეუბნებით

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის „არაერთი კომუნიკაცია შედგება“.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. რა, როგორ, დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნახავთ, რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის.

რაც შეეხება აშშ-ისთან ურთიერთობებისთვის დაწესებულ ვადას, მე არ დამიწესებია ვადა [აპრილის ბოლომდე], მე ასეთი ვადა არ მითქვამს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. კონკრეტულად ვამბობ, ამ შემთხვევაში, მაისის თვეს. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად