შალვა პაპუაშვილი - ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?!

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ ცრუ აჟიოტაჟი ატეხა“, რაც საბოლოო ჯამში, მათვე აზიანებს.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ყველა საკითხთან დაკავშირებით რაღაც აჟიოტაჟი ატეხონ, რომელიც საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ხოლმე ცრუ განგაში და ამ ყველაფრით შემდეგ საკუთარ დამაჯერებლობას აზიანებენ. დღეს მივიღებთ ცვლილებას კანონში. დღეს, ძალაში შევა კანონი. ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია, რომელიც მას გაუწევს საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას, კოორდინაცია რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ეს არის კიდევ ერთი ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც საბოლოო ჯამში, მათვე აზიანებს. მინდა აქედანვე წარმატება ვუსურვო მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გამოწვევების წინაშე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია იყოს ეფექტიანი. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება. თუ ნახავთ სხვა ქვეყნებს - საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან დადგა კოორდინაციის საჭიროება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად