ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, კორუფცია ყვავის, მოლდოვა კი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია, საუბარი, რომ ეს ორი ქვეყანა წინ უსწრებს საქართველოს, ცარიელი სპეკულაციებია

ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „უკრაინაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ხოლო მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა“.

„ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, 2022 წლის შემდეგ იცით, როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი, თუმცა ხედავთ, რა მდგომარეობაა შექმნილი - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის, ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი.

რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2022 წლიდან მოყოლებული, მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის, კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც შექმნილია მოლდოვაში, ეს არის საერთო სურათი.

ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები,“ - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად