პარლამენტის სხდომა, სადაც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო

პარლამენტის სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული, ხმაურით დაიწყო.

სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის წევრების კრიტიკული შეძახილები ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საინტერპელაციო თემების წარდგენისას მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ ის არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირი.

ბაკარაძის განცხადებას ადგილიდან ყვირილი და შეძახილები მოჰყვა.

პლენარული სხდომის წამყვანმა, გია ვოლსკიმ კოლეგების დამშვიდება სცადა და მიმართა, რომ საკითხი უმძიმესია, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებება საჭირო არ იყო. ვოლსკიმ კოლეგებს სთხოვა, სხდომათა დარბაზი სიტყვიერი დაპირისპირების ასპარეზად არ გადაექციათ.

სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატის ქეთევან მაკარაძის გამოსვლით დაიწყო. მან ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ინსტიტუციაა და არა მოწყალების სააგენტო.

“დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავად გახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ და ხშირ შემთხვევაში ექიმი ადგილზეც არ ჰყავთ ან სამედიცინო მომსახურების ტარიფი ისეთი ძვირია, რომ ვიზიტისგან თავს იკავებენ. ამ დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით არ დგას. ჯანდაცვის სამინისტრო მოწყალების სააგენტო არ არის - ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია მოქალაქეების ჯანმრთელობას და მათ სოციალურ გარანტიებზე იზრუნოს. არც სამინისტროს ბიუჯეტია თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება - ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თქვენ არა ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯბოქსისგან, პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გასცემთ კითხვას, რატომ ვერ იცავს სახელმწიფო მოქალაქეებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლები მათი სიცოცხლის გადასარჩენად კანცელარიის წინ ღამეებს ათენებენ“, - განაცხადა ბაკარაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“