შალვა პაპუაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ შეხვედრებზე - ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომელიც ქართულ რეალობას მოწყვეტილია - ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია

ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომელიც ქართულ რეალობას მოწყვეტილია. ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის. რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფორმალობისთვის უნდათ მოინიშნონ, რომ რაღაც შეხვედრა ჰქონდათ, რათა შემდეგ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ.

„ეს არის სალონური საუბრები, რომელიც მათ აქვთ ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, როგორც ჩამოყალიბებული სტილი. მათ არ ესმით, რას ნიშნავს ქართველი ხალხი, საქართველო, ხალხთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ რაღაც შეხვედრა ჰქონდათ, შემდეგ რომ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ. ამიტომ, არ უნდათ მათთვის არასასურველი ხალხის ყოფნა ასეთ შეხვედრებზე, რომ შემდეგ შესაბამისად შეძლონ გაბევრება საკუთარი შეხვედრებზე მყოფნი ადამიანების რაოდენობის.

ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომელიც ქართულ რეალობას მოწყვეტილია. ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის. რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. საქართველოს, დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“