შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე - ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი, როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კი, მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა“, ამ მიმართულებით მივდივართ - მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა

ვნახოთ, რა და როგორ იქნება - მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მზადაა, ორი ერის, ორი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ურთიერთობებისთვის.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ბრალეულობაა იმაში, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები მიუღებელ დონეზეა და საქართველოს აქ თავისი წილი არ მიუძღვის.

„მოვა მაისი და ვნახავთ. მთავარი არის ერთი რამ - როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან არის სურვილი, ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი, როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა“. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადმოსახედიდან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს თავის საგარეო პოლიტიკას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადასახედიდან. ჩვენ გვიხარია ის, რომ სახელმწიფო მდივნის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ცოდნით შედიან ნებისმიერ საუბარში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება და კონკრეტულ შედეგებს ვიხილავთ“.

„აპრილი მე არ მითქვამს, მაისს გეუბნებით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა