შალვა პაპუაშვილი - არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს, რაც შეეხება ჩვენს საკადრო პოლიტიკას, ის არ განისაზღვრება ასაკით, სქესით, სიახლით, სიძველით ან თვალის ფერით, არამედ კომპეტენციით

არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს ამ თარიღისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს ამ თარიღისთვის. ამას ვურჩევდი ყველას. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას - „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება ასაკით, სქესით, სიახლით, სიძველით, კუთხურობით, ეროვნებით, თმის ფერით, თვალის ფერით და ა.შ. განისაზღვრება მხოლოდ კომპეტენციით და ქვეყნის მიმართ ლოიალობით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!