მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და, ნებსით თუ უნებლიედ, ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად.
„ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ, მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს. ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული მანამ, ვიდრე აქ მჯდომი, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა.
მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და, ნებსით თუ უნებლიედ, ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას. ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, რეალურად, გულშემატკივრობენ და თანაუგრძნობენ ამ ხალხს, პაციენტებს და ვსაუბრობ, უპირველესად, მათთვის, რადგან მათ რიგებში ვართ ჩვენც. სამინისტროში მანამდე დავინტერესდით, დავიწყეთ საკითხის შესწავლა და მუშაობა იმ დროიდან, როდესაც ეს საკითხი არავის ინტერესის სფეროში არ ხვდებოდა, უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა. ბევრისთვის, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, სანამ დაავადების სახელიც ცნობილი გახდებოდა, მოიკითხეთ, რამდენჯერ გაიმართა შეხვედრა, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გამონახულიყო ნამდვილი საშუალება თითოეული პაციენტის დახმარებისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.