ლაშა ფარულავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვთავაზობთ ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სთავაზობენ დებატებს საკითხზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, ქვეყანაში არსებული მაღალი ფასების უკან „ქართული ოცნების“ კორუფციული ინტერესები დგას.

„ოცნებას“ არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ქართველი ხალხისთვის იმიტომ, რომ მაღალი ფასების უკან დგას მათი კორუფციული ინტერესი, კორუფციული წილი, სწორედ ამიტომ გააძვირეს დენის ტარიფი, სწორედ ამიტომ არის მაღალი ფასები საწვავზე და სწორედ ამის გამო უჭირთ ჩვენს თანამოქალაქეებს სოფლად. ამიტომ, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვთავაზობთ ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამი ნაბიჯი, რომლითაც საწვავის ღირებულებას 30-40 თეთრით გავაიაფებთ, ჩვენ გვაქვს ინიციატივა როგორ შევაჩეროთ დენის ტარიფი, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, როგორ დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, ფასების სტაბილურობისთვის სამი ნაბიჯი წარადგინა, რაც გულისხმობს შემდეგს:აქციზის 50%-ით შემცირება; წლის ბოლომდე გამოცხადდეს მორატორიუმი და შეჩერდეს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი; სეზონური დარიგდეს საწვავის ვაუჩერები, რაც გულისხმობს 100 ლიტრ დიზელს თითოეულ ფერმერსა და გლეხზე, გაზაფხულისა და შემოდგომის სამუშაოებისთვის.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“