ცირკი, რომელიც გახარიას პარტიის წარმომადგენლებისგან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალს სცდება - ისინი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებენ და ამით სურთ ქულების დაწერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სენსიტიური, მძიმე საკითხი. მე ვთვლი რომ არამიზანშეწონილია, რომ პოლიტიკოსებმა შეფასება გავაკეთოთ. სამწუხაროდ, დღეს რა ცირკიც ვიხილეთ სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებისგან, ყოველგვარ მორალს სცდება. სპეკულირებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობით და ამით სურთ ქულების დაწერა. ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ძალიან ძნელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ "გახარია საქართველოსთვის" დაიბადა. კითხვები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ეხებოდა.