შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული ორივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული ორივე პირი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს. ფერმერები პროტესტს გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე პროდუქციის წარმოება უჯდებათ.

ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, იყო დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა