გრიგოლ გეგელია - კალენდრით ჩხირკედელაობაზე, აპრილზე და მაისზე ლაპარაკს „ქოცებს“ ვურჩევდი, საქმეს მიხედონ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და აშშ-სთან მიაღწიონ გარკვეული ტიპის სტაბილიზაციას

თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს იმ მიმართულებებით, რომელიც მან ძალიან კარგად იცის აშშ-ს მხრიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შანსი, რომ მოხდეს ურთიერთობების გარკვეული სტაბილიზაცია და გადატვირთვა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოდის.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკული ვიზიტი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვიზიტი საერთოდ, რაც საქართველოში განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში.

„სახელმწიფო დეპარტამენტს მაღალ წარმომადგენელთან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც დგას ქვეყანაში, საუბარი გვექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უდიდეს მნიშვნელობასა და სტრატეგიაზე ისევე, როგორც პოლიტიკურ და დემოკრატიულ საკითხებზე, რაც ძალიან დიდი გამოწვევად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ს ძალიან მკაფიოდ აქვს გაცხადებული ის, რომ ამერიკა მოელის „ქოცური“ რეჟიმისგან კონკრეტული ტიპის ქმედებებს და რომ შესაძლო გადატვირთვის, თუ ნორმალიზების ბედი მთლიანად დამოკიდებულია იმ ქმედებებზე და რიტორიკაზე რაც ექნება ახლა და შემდგომ პერიოდში „ქართულ ოცნების“ რეჟიმს. თუ „ქართული ოცნება“ არაფერს მოიმოქმედებს, გინდა აპრილი იყოს, გინდა მაისი და ოქტომბერი, მისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება ნორმალიზების კუთხით და პირიქით, თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს იმ მიმართულებებით, რომელიც მან ძალიან კარგად იცის აშშ-ს მხრიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შანსი, რომ მოხდეს ურთიერთობების გარკვეული სტაბილიზაცია და გადატვირთვა. ამიტომ, კალენდრით ჩხირკედელაობაზე, აპრილზე და მაისზე ლაპარაკს „ქოცებს“ ვურჩევდი, საქმეს მიხედონ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და აშშ-სთან მიაღწიონ გარკვეული ტიპის სტაბილიზაციას, რომელიც პირველ რიგში, გავა ჩვენი პოლიტიკური სტაბილიზაციაზე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა და ანტიამერიკული,ანტიევროპული და ანტიეროვნული რიტორიკის და პრაქტიკის შეწყვეტა“, - აცხადებს გეგელია.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა