თაზო დათუნაშვილი - ერთი ხელით მოგიწოდებენ სიტუაციის ნორმალიზებისკენ, მეორე ხელით კრძალავენ პარტიებს - კობახიძის განცხადება არის პუტინისტურ ტრადიციაში, რომელიც არაფერს ასახავს, გარდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შიზოფრენიისა

ეს არის საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციაში გაკეთებული განცხადება, რომელიც არაფერს სხვას არ ასახავს გარდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შიზოფრენიისა, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი თაზო დათუნაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ოთხი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სიტუაციის ნორმალიზებისკენ მოუწოდებს, პარალელურად კი პარტიებს კრძალავს.

„ერთი ხელით მოგიწოდებენ სიტუაციის ნორმალიზებისკენ, ლაპარაკობენ სიტუაციის დესტაბილიზებაზე, გეუბნებიან, რომ გადაეფარებიან ჟურნალისტებს, გეუბნებიან, რომ ცუდი იყო ის, რაც მოხდა, გეუბნებიან, რომ უნდა შეურიგდე, მაგრამ მეორე ხელით კრძალავენ პარტიებს, ციხეში ჰყავთ ნახევარი ოპოზიცია, მეორე ნახევარს ემუქრებიან ციხით, ჟურნალისტებს ქუჩაში ურტყამენ, სიკვდილამდე მიჰყავთ და ამას არ იძიებენ. 300-ზე მეტი ადამიანია ნაწამები პოლიციური ძალების მიერ და არცერთი მათგანი არ არის დასჯილი. ეს არის პოლიტიკურ შიზოფრენია, რომლის მიზანიც არის პროპაგანდისტული ისტერიის დათესვა ქვეყანაში, რომ საზოგადოებას აურიონ საღერღელი. ქართველი ხალხი ბევრად უფრო ბრძენი და ჭკვიანია, ვიდრე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და რუსი პროპაგანდისტები, ვინც ეხმარებიან მათ ამ საქმეში“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა