ანონსი  30 აპრილი

30 აპრილს, 11:00 საათზე, ცენტრალურ ოფისში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ახალი, მნიშვნელოვანი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტზე, რომელოც მძიმე კრიზისშია“.

30 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მარიამ დოლიძე და ლაშა ტყეშელაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ზვიად ხარაზიშვილის და გდდ-ს თანამშრომლების მიერ, ლევან ხაბეიშვილის გატაცებისა და ცემის ფაქტი“.

მის: ვახტანგ გორგასლის 24, საქართველოს გენერალური პროკურატურა

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574 000 706

30 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის მარტი

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 აპრილს, 12:30 საათზე, პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

30 აპრილს, 13:30 საათზე, პარლამენტში გაიმართება „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატის სოფო ხორგუანის ბრიფინგი.

თემა: „ოცნების“ მთავრობა არ აღიარებს საქართველოს პარლამენტს.

30 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N417 (C კორპუსი, IV სართული)

30 აპრილს, 19:00 საათზე, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სისტემურ პრობლემებზე საქართველოში“.

მის: ზუბალაშვილების #32

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა