გიგა ფარულავა - დღეს მოვისმინეთ და დავინახეთ აგრესია, მძიმე მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის მინისტრი და „ოცნების“ გუნდი

საკმაოდ მძიმედ შევაფასებდი დღევანდელ ინტერპელაციას, მძიმე მდგომარეობაში იყო თავად მინისტრი და „ოცნების“ გუნდი, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენა შეაფასა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას ჰქონდა კითხვები, რომლებიც რეალურად აწუხებთ ბავშვებს, ხოლო საპასუხოდ დაინახეს „აგრესია“.

„მთავარია, როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს საზოგადოება და პირველ რიგში, როგორ შეაფასებს ამას „ოცნების“ ამომრჩეველი. დღეს ჩვენ რეგლამენტი გვაძლევს შესაძლებლობას, ინტერპელაციის წესით დავიბაროთ უწყების წარმომადგენლები. ბუნებრივია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ დაბარებული გვყავდა ჯანდაცვის მინისტრი. პირველ რიგში, სწორედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და სხვა პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ხედავს, თუ რა მდგომარეობაში არიან ამ ბავშვების მშობლები. რამდენიმე დღეზე მეტია ისინი აქტიურად მიმართავენ საპროტესტო აქციას იმისათვის, რომ ელემენტარული სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს ხელისუფლებას მშობლებთან, პაციენტებთან და მოხდეს მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაფინანსება.

ჩვენ მოვისმინეთ და დავინახეთ აგრესია. ჩვენ გვქონდა კითხვები, რომლებიც რეალურად აწუხებთ ბავშვებს და კითხვები, რომელიც აწუხებთ მშობლებს. ბუნებრივია, ამან თავად მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია და შემდეგ უკვე მთლიანად პოლიტიკური გუნდის. ვხედავდით მათ დამოკიდებულებას, შეფასებებს და ძალიან სამწუხაროა ასეთ დამოკიდებულება ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. „ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს იმის უფლება, რომ ისაუბროს ბიუჯეტის რაციონალურ გამოყენებაზე და არც კონკრეტული ადამიანებით მანიპულირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა