მიხეილ სააკაშვილი - ვინც თავის რეალიზაციას ჩემს „წაკბენაში“ პოულობს, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს

ვინც თავის რეალიზაციას ჩემს „წაკბენაში“ პოულობს, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წინა დღეებში მასზე „თავდასხმები არც შემთხვევითი იყო, არც მოულოდნელი”, სააკაშვილის მოსაზრებით, ახალი არაა, რომ "ოპოზიციის" ნაწილი ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ „ფორმალურად ებრძვის“, ძირითადად კი სააკაშვილის „კბენით არის დაკავებული“.

„ამ ერთს ვიტყვი და დავამთავრებ.

წინა დღეებში ჩემზე წამოსული თავდასხმები არც შემთხვევითი იყო, არც მოულოდნელი. ის, რომ "ოპოზიციის" ნაწილი ივანიშვილს მხოლოდ ფორმალურად ებრძვის და ძირითადად ჩემი კბენით არის დაკავებული ახალი არაა.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ბოლო დროს გაძლიერდა საზოგადოების მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ პირველ რიგში იმის მიმართ რასაც მე განვასახიერებ - გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ძლიერი, თავისუფალი, სამართლიანი ქართული სახელმწიფოსთვის. ხალხი გამოვიდა ქოცურ-რუსული პროპაგანდისტული კლიშეების გავლენიდან.

ჩვენ ყველამ ერთად, ასეთი სახელმწიფო ერთხელ უკვე შევქმენით და აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ის წარსულის მითად კი არ დარჩეს, არამედ აღორძინდეს, წელში გაიმართოს და მთელი ბრწყინვალებით დავაბრუნოთ მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ სოხუმსაც.

და რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეთს, რამაც აღაშფოთა - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო", იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის.

ხოლო ვინც თავისი თავის რეალიზაციას ჩემს წაკბენაში პოულობს, იმას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს“, - წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში